დავით ჭიჭინაძის სკანდალური განცხადება - მისი თქმით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად სოციალურ ქსელში ვრცელდება და ბრძილა ბინძური მეთოდებით მიმდინარეობს.
აღნიშნულს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმის გამო, რომ სამართალდამცავები შესაბამისად არ რეაგირებენ მსგავს ფაქტებზე, ამიტომ გახშირდა ასეთი სიტუაციები:
„უნდა იყოს დასჯილი ლეგიტიმურად, უმკაცრესად და უნდა იყოს პოლიტიკურად კეთროვანი ყველასთვის. ეს არის, რაც ჩვენ გვინდა და ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია. ყველაზე უფრო მძიმე ვითარება არის, თუკი პირდაპირი ნიშნები არსებობს პოლიტიკური მიმდინარე დისკუსიისას ამის გამოყენების და შემდეგ „გამოძიებას“ არაფერი არ მოაქვს. ეს არის ყველაზე მძიმე ვითარება, რაც ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში ამ ხელისუფლების პირობებში,“ - ამბობს ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები






