იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აღნიშნავს,რ ომ დონორების მიერ გამოყოფილი თანხები ლევან მურუსიძის მოგობრებთან ყავის სმაში არ უნდა იხარჯებოდეს.
დოლიძის განცხადებით, დაფინანსება ხალხის ინტერესებს უნდა ხმარდებოდეს:
„მაღალი თანამდებობის ზოგიერთ პირს ვერ გაუაზრებია, რომ დონორების დაფინანსება უნდა იხარჯებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებისთვის. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული სახელმწიფო ჩინოვნიკის ფული. ბუნებრივია, როდესაც ის მოხმარდება ლევან მურუსიძის მეგობრებთან ყავის სმას, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გამოვხატავთ უკმაყოფილებას. სჯობს, გაარემონტონ სასამართლოს შენობები, სკოლები და დააგონ გზები. ყველა შეხვედრა, ყველა აქტივობა, რომელიც ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან თუ დონორების დაფინანსებით, უნდა იყოს შედეგიანი და ემსახურებოდეს ქართველი ხალხის ინტერესებს. გუშინდელი შეხვედრა იყო ყავის სმა ლევან მურუსიძესთან და მის მეგობრებთან. ამაში ბუნებრივია, არ უნდა დაიხარჯოს ფული, რომელიც საზოგადოებისთვის უკეთესი სასამართლოს შექმნას უნდა მოხმარდეს. სამუშაო ჯგუფი იყო დაკომპლექტებული მოსამართლეებისგან, ვინც იყვნენ შავ სიაში. არ იყო წარმოდგენილი საზოგადოების ხმები, იყო დახურული და რაც მთავარია, ჩვენ არ ვიცოდით, რა ხელშესახები შედეგი იქნებოდა. თუ ეს საკითხები გამოსწორდება, ბუნებრივია, მზად ვართ შეხვედრებისთვის“,-განაცხადა ანა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






