"არსებობს სერიოზული კითხვები, კლანთან დაკავშირებით" - დოლიძე და ჯანეზაშვილი მიქაუტაძის ის უვადო დანიშვნას ეწინააღმდეგებიან
პოლიტიკა - 12:42, 28 Jan, 2019     657
გიორგი მიქაუტაძეს საქალაქო სასამართლოში უვადოდ გამწესება სურს. ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სწორედ საბჭოს მდივანს უსმენენ.


შეხვედრამდე განცხადებები გააკეთეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მიქაუტაძის მიმართ უარყოფით განწყობას არ მალავენ და მას კლანური მმართველობის ერთ-ერთ საყრდენად მოიაზრებენ.

„კარგად უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა, უნდა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა თუ თბილისის საქალაქო სასამართლოსი. მის მიმართ არსებობს ძალიან სერიოზული კითხვები, თუნდაც კლანთან დაკავშირებით, სიასთან დაკავშირებით. შეიძლება აცილებაც კი მომცეს,“- ამბობს საბჭოს არამოსამართლეწევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ ის არც კონკრეტულად გიორგი მიქაუტაძის და არც სხვა რომელიმე მოსამართლის უვადოდ გამწესებას მხარს არ დაუჭერს.

„ჩვენ ვაშავებთ ყოველდღიურად, როდესაც გაუმართავი პროცედურით ამ კლანის ძალაუფლების ქვეშ ვნიშნავთ ხალხს სასამართლო სისტემაში, მე წინააღმდეგობას გამოვხატავ და არ ვეთანხმები გიორგი მიქაუტაძის თუ სხვა რომელიმე პირის უვადოდ დანიშვნას, კონკრეტულად გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე კითხვის ნიშანი, ეს ეხება აჭარაში მომხდარ ინციდენტს, რომელთან მიმართებაშიც, როგორც ვიცი, არსებობს მიმდინარე გამოძიება,"- ამბობს ანა დოლიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42