უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა და განათლების ხარისხი, როგორ აფასებენ სკოლების მდგომარეობას საქართველოში - NDI
პოლიტიკა - 11:57, 28 Jan, 2019     885

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად გამოკითხულთა იმ ნაწილიდან, რომელთა ოჯახის წევრებიც სკოლაში დადიან, 16 % სკოლას ძალიან კარგად აფასებს, 48% კარგად, 33% საშუალოდ, 3 % ცუდად, ხოლო 1% ძალიან ცუდად.

გამოკითხულთა უმრავლესობა სკოლის შერჩევის მთავარ კრიტერიულამდ სახლთან სიახლოვეს მიიჩნევს 49%, 27 %-ისთვის კი ეს კრიტერიუმი განათლების ხარისხია.

საჯარო სკოლის მასწავლებლების პროფესიონალიზმს 6% ძალიან კარგად აფასებს, 36% კარგად, 43% საშუალოდ, 6% ცუდად, 2 ძალიან ცუდად, 7% -მა არ იცის.

კერძო და საჯარო სკოლების შედარებისას გამოკითხულთა 20% მიაჩნია, რომ უსაფრთხოებას საჯარო სკოლა უკეთ უზრუნველყოფს, 23%-ს მიაჩნია, რომ კერძო. 42%-ის აზრით ორივე, არცერთი 8%, არ იცის 7%-მა

ინფრასტრუქტურის მხრივ გამოკითხულთა 17% მიაჩნია, რომ საჯარო სკოლა უკეთ უზრუნველყოფს, 34%-ს მიაჩნია რომ კერძო. 37%-ის აზრით ორივე, არცერთი 3%, არ იცის 9%-მა.

გამოკითხულთა 20% მიაჩნია, რომ განათლების ხარისხს საჯარო სკოლა უკეთ უზრუნველყოფს, 28%-ს მიაჩნია, რომ კერძო. 40%-ის აზრით ორივე, არცერთი 5%, არ იცის 7%-მა.

გამოკითხულთა 19 % მიაჩნია, რომ მასწავლებელთა პროფესიონალიზმი საჯარო სკოლაში უკეთესია. 21%-ს მიაჩნია, რომ კერძოში. 47%-ის აზრით ორივე, არცერთი 4%, არ იცის 9%-მა.

გამოკითხულთა 15% მიაჩნია, რომ საჯარო სკოლიდან კარგ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსებია, 21%-ს მიაჩნია, რომ კერძოდან. 49%-ის აზრით ორივე, არცერთი 4%, არ იცის 10%-მა.

გამოკითხულთა 73% თვლის რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის რეპეტიტორი აუცილებელია, 55%-ს რეპეტიტორი აუცილებლად მიაჩნია საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვისაც, 47%-ს აუცილებლად მიაჩნია რეპეტიტორი სკოლაში კარგი სწავლისთვისაც.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა

(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42