ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)-მ და CRRC-საქართველომ კვლევის შედეგები წარადგინეს.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე ბარათზე ცამოთვლილი გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკიტხებიდან, რომელია ყველაზე მწვავე საქართველოში? (მაქსიმუმ 3 პასუხი) , მონაცემები ასე გადანაწილდა:
ჰაერის დაბინძურება - 57%, საკვების უსაფრთხოება - 44%, ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთირებების არსებობა (ჰაერში, საკვებში, სათამაშოებში და სხვა) – 40%, სასმელი წყლის დაბინძურება - 18%
თბილისში იმავე კითხვის პასუხები ასე გადანაწილდა:
ჰაერის დაბინძურება - 76%, საკვების უსაფრთხოება - 54%, ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთირებების არსებობა (ჰაერში, საკვებში, სათამაშოებში და სხვა) – 36%, მომწამვლელი ნარჩენებით მიწისა და წყლის დაბინძურება - 20%
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.


მასალის გამოყენების პირობები






