ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)-მ და CRRC-საქართველომ კვლევის შედეგები წარადგინეს.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? (არაუმეტეს სამი პასუხი), მონაცემები ასე გადანაწილდა:
სამუშაო ადგილები - 51%, სიღარიბე - 38%, ფასების ზრდა/ინფლაცია - 37%, ტერიტორიული მთლიანობა - 27%, პენსიები - 25%, ხელფასები - 18%
ტოპ 6 ეროვნული საკითხი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
თბილისში მონაცემები ასე გადანაწილდა:
სიღარიბე - 36%, სამუშაო ადგილები - 33%, ტერიტორიული მთლიანობა - 33%, ფასების ზრდა/ინფლაცია - 30%, ხელფასები - 25%, პენსიები - 21%

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები






