გიორგი მიქაუტაძე გასაუბრებას დღეს გაივლის - უვადო მოსამართლეობის მსურველს არასრულწლოვანის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ
პოლიტიკა - 10:30, 28 Jan, 2019     425
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს.


გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლეობისთვის დიდი ხანია, იბრძვის. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იმ სადავო სიაშიც იყო, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობაში დიდი დაპირისპირება გამოიწვია.

გიორგი მიქაუტაძეს ორ ვაკანტურ ადგილზე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში აქვს შეტანილი განაცხადი.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მიქაუტაძეს სასამართლოში არსებული კლანის მხარდაჭერა აქვს.

„მას აქვს ხელში სერიოზული ძალაუფლება, მხარდაჭერა იმ კლანისა და ჩინჩალაძის მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ გაბედავდა, რომ თავისი თავი წარედგინა უზენაეს სასამართლოში დასანიშნად პარლამენტში, მეორე მხრივ, კვლავ გასაუბრებაზე გამოდიოდეს იმისთვის, რომ მისი უვადოდ გადანიშვნა მოხდეს.“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გიორგი მიქაუტაძის უვადო მოსამართლედ გამწესებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, თამარ ხაჭაპურიძე. ხაჭაპურიძე 2016 წლის გონიოს ინციდენტს იხსენებს, როდესაც მისი თქმით, მიქაუტაძემ მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ხაჭაპურის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცავებს მიქაუტაძის წინააღმდეგ აღეძრათ საქმე, მიქაუტაძემ გავლენები გამოიყენა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით თამარ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლეს დააკავეს.

ამ დროისათვის ხაჭაპურიძე და მისი ოჯახი პოლიტიკური დევნილის სტატუსით ბრიტანეთს აფარებს თავს.

„მან 13 წლის არასრულწლოვანს ფიზიკური დაზიანება მიაყენა და ასევე შეაგინა. ამის ვიდეოკადრები გავრცელდა Youtube-ზე,“- განაცხადა თამარ ხაჭაპურიძემ რუსთავი2-თან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42