მე მაქვს მობილიზებული 10 მილიარდამდე ამერიკული დოლარი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციებისთვის - სააკაშვილი
პოლიტიკა - 00:31, 28 Jan, 2019     1726

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ემიგრანტებთან მისი შეხვედრების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ის ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ხვდება, რომლებიც პროფესიონალები და საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებულები არიან. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, სწორედ ემიგრანტები არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ყოველწლიურად დიდ თანხებს აგზავნიან.

„მე არც ერთ წუთს არ ვკარგავ ფუჭად. ვხვდები სრულიად სხვადსხვა ხალხს, ვხვდები ბიზნესმენებს, ვხვდები ემიგრაციის წარმომადგენლებს. აქ არის საუკეთესო ნაწილი ჩვენი საზოგადოების, მაგრამ ეს არის ტრაგედია, ასევე რაც ხდება. მაგალითად, როდესაც საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდალი, რომლის მომზადებაში, გაწვრთნაში ჩაიდო უამრავი ენერგია, ფული და აქ მუშაობს მტვირთავად, კატასტროფა ხდება ქვეყანაში. როდესაც უმაღლესი კლასის პროფესიონალები, ექიმები, ინჟინრები, ტექნოლოგები აქ არიან ტაქსის მძღოლები და ა.შ. ეს არის ქვეყნისთვის უბედურება,“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ლიეჟში 10 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ საუბრობს, სადაც ემიგრაციაში მყოფ ხალხთან შეხვედრა გაიმართება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ისინი ერთად მოძრაობას ქმნიან. მისი განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი გავიდა.

„ჩემი ამოცანა არის, რომ ეს ხალხი დავაორგანიზირო, ჩვენ ერთად სახლში მოძრაობა გავაკეთეთ, ჩვენ გვაქვს სრულიად ქართველთა მსოფლიო კრება ლიეჟში, ეს არის 10 თებერვალს. ბევრმა ემიგრანტმა ჩადო ფული. ეს ხალხი საქართველოში აგზავნის ორ მილიარდ დოლარს ყოველწლიურად, მინიმუმ,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მისი ამოცანაა, ახალი სახეების და ადამიანების აღმოჩენა. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი შემოდიოდა, „ქართული ოცნების“ პირობებში კი ქვეყანას უამრავი ადამიანი ტოვებს.

„მე მაქვს მობილიზებული, ჩემი აზრით, 10 მილიარდამდე ამერიკული დოლარი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციებისთვის. ეს არის ის, რასაც ბიზნესმენები ჩადებენ აუცილებლად, მათ შორის ქართული დიასპორის ბიზნესმენები და არა მხოლოდ. საქართველოში, როგორც კი ივანიშვილის რეჟიმი იქიდან მოშორდება,“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42