მისი თქმით, აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ ცნობს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, ასევე არ ცნობს სხვა სახელმწიფოს სურვილს, განალაგოს თავისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიაზე.
"რა თქმა უნდა, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, უნდა განახლდეს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით და საქართველომ აღადგინოს სრული კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე.
ცხადია, ამ ამბავს თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი გადაილახოს. ამის გადააზრება მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს, ეს მნიშვნელოვანია რუსეთისთვისაც და ყველასთვის კავკასიის რეგიონში. მათთვის, ვინც ერთად უნდა იცხოვროს, მშვიდობიანად, სტაბილურად და ჰარმონიულად. და ამ კონფლიქტის მოგვარება, ახალი თავის დასაწყისი იქნება საქართველოსა და მთელი რეგიონის ცხოვრებაში," - აცხადებს როს უილსონი.
მასალის გამოყენების პირობები






