დაბეჯითებით ვურჩევ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს რეკომენდაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
პოლიტიკა - 23:28, 27 Jan, 2019     1043
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და მომავალი არჩევნებისთვის ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის დახვეწა ურჩია.

"ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, როცა შემეძლო ხელახლა გავცნობოდი საქართველოს. არჩევნები ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა, ასევე რამდენიმე ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ, და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს დაკვირვების შედეგებს, რომლებიც ამ ორგანიზაციებმა წარმოადგინეს. ეუთოს საბოლოო დასკვნა თებერვალში იქნება და მასში ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე შევა რეკომენდაციები. ჩვენ ასევე ვიზიარებთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსაც საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. მოვუწოდებ და დაბეჯითებით ვურჩევ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები, განიხილოს რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ამომრჩეველებს სამომავლოდ უფრო მეტი ნდობა ჰქონდეთ საარჩევნო სისტემის მიმართ, გაიხსნას სივრცე პოლიტიკური მრავალხმიანობისათვის. ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის," - განაცხადა როს უილსონმა.

მისი თქმით, ეუთოს წინასწარი დასკვნა სხვადასხვა საკითხს და პრობლემას მოიცავდა და მათ შორის იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სახელმწიფო გადამხდელთა რესურსების გამოყენება, ამომრჩეველთა დაშინების ფაქტები.

"ამ საკითხების მოგვარება და გადაწყვეტაა საჭირო, რადგან საარჩევნო სისტემისადმი ნდობა უაღესად მნიშვნელოვანია. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქართველო მიისწრაფის ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი გახდეს, წარმატებულ და დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს," - აცხადებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42