მძიმე ჭრილობები და ნაკბენები 2 წლის ბიჭის გენიტალიებზე - ძალადობა თუ გადაჭარბებული სიყვარული
კრიმინალი - 21:22, 27 Jan, 2019     3997
2 წლის ბიჭი ნათესავმა მამაკაცმა დაკბინა. ბავშვს მძიმე ჭრილობები გენიტალიებზეც ჰქონდა მიყენებული. ამის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც 2 წლის ბავშვი ძალადობის ნიშნებით იმავე კლინიკაში მიიყვანეს, სადაც 4 წლის ნინო ზალინაშვილი იწვა.

2 წლის ბიჭი მთელ სხეულზე ადამიანის მიერ დაკბენილი იყო.

ექიმებმა პატარას სახეზე, მთელ სხეულსა და გენიტალიებზე მრავლობითი სისხლჩაქცევები უპოვეს, თუმცა კლინიკაში მიყვანის მიზეზი შეშუპებული გენიტალიები და ამის შედეგად წარმოქმნილი შარდის შეკავება გახდა. დედა ყვებოდა, რომ, სავარაუდოდ, პატარა ტყუპისცალი დის მიერ იყო დაკბენილი, მაგრამ ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბიჭს ზრდასრული ადამიანის კბილების კვალი ემჩნეოდა.

ბავშვის მშობლები ამბობენ, რომ ბავშვს ჭრილობები ოჯახის ნათესავმა მიაყენა, რომელიც ნასვამი იყო და ასე მოჭარბებული სიყვარულის გამო მოიქცა.

გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი სექსუალური ხასიათის ძალადობის თაობაზე და ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სავარაუდო მოძალადე რამდენიმე დღით დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლა. დაზარალებული ბავშვის დედამ კი პოლიციიდან საჩივარი უკვე გამოიტანა.

აღნიშნული შემთხვევა სოციალური სამსახურისთვის ცნობილია. მათი შეფასებით, ამ ეტაპზე 2 წლის ბიჭსა და მის დედმამიშვილებს ოჯახის წევრებისგან საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა სოციალური სამსახური მამაკაცის ქმედებას ცალსახად ძალადობად აფასებს და მშობლებს ნათესავისგან დისტანცირებას ურჩევს.

ჯანდაცვის სამინისტრო კვირის ბოლოს სისტემურ ხარვეზებსა და ძირეული რეფორმების აუცილებლობაზეც ალაპარაკდა.

სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ 2018 წელს არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში 1500-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. აქედან 556 შემთხვევაში ძალადობის შემთხვევა დადასტურდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42