ბათუმში პაციენტის გარდაცვალებას ექიმის უყურადღებობას აბრალებენ და მას სასამართლოში უჩივიან
პოლიტიკა - 18:34, 27 Jan, 2019     1210

51 წლის 51 წლის ელზა ჩხობაძის გარდაცვალებას, ოჯახის წევრები ბათუმის მედცენტრის ექიმის ბეჟან ხოზრევანიძის უყურადღებობას უკავშირებენ და მას სასამართლოში უჩივიან.

ელზა ჩხობაძე 14 დეკემბერს თირკმლის შეტევით კლინიკის ემერჯენსის განყოფილებაში რამდენიმე საათის ინტერვალით ორჯერ შეიყვანეს. შვილის მტკიცებით, ქალს მხოლოდ გამაყუჩებლები გაუკეთეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.

გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის მტკიცებით, მკურნალ ექიმს ლიცენზია ერთი თვით შეჩერებული ჰქონდა. 51 წლის ქალი კი, ლიცენზიის აღდგენიდან 4 დღეში გარდაიცვალა. ოჯახს პრეტენზიები კლინიკის მენეჯმენტის მიმართაც აქვს. გარდაცვლილი ქალის შვილი ამბობს, რომ კლინიკიდან მას თანხა შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ პაციენტის გარდაცვალებისთვის არ ეჩივლა.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ბეჟან ხოზრევანიძეს პაციენტის ახლობლები ედავებიან. ექიმის ლიცენზიის შეჩერების მიზეზი კიდევ ერთი პაციენტის ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება გახდა. გარდაცვლილის მამის მტკიცებით, მის შვილს ინფარქტი ჰქონდა, თუმცა ცუდად ყოფნა ექიმმა კუჭის პრობლემებს დაუკავშირა და პაციენტს შესაბამისად არ უმკურნალა.

კიდევ ერთი 53 წლის ქალის ოჯახიც წევრებიც ამტკიცებენ, რომ პაციენტი გულის პრობლემით გარდაიცვალა, თუმცა ბეჟან ხოზრევანიძემ მდგომარეობა სწორად ვერ შეაფასა.

ბრალდებებს უარყოფს თვითონ ექიმი და პაციენტების ახლობლებს მისა და კლინიკის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშულებს და საპასუხო ბრალდებებს უყენებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42