მხოლოდ პრინციპების დონეზე გვქონდა საუბარი, დღეს გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ - კობახიძე სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის სხდომას აფასებს
პოლიტიკა - 18:03, 27 Jan, 2019     781

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დასრულებულია. 6-საათიანი მსჯელობა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მხარეები განიხილავდნენ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს.

„სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე პრინციპების დონეზე განვიხილეთ კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებები, შემდეგ შეხვედრაზე უკვე გაგრძელდება დეტალური დისკუსია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, რაც უნდა აისახოს კანონპროექტში, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი პრინციპების განხილვა იყო. მისივე თქმით, საუბარი იყო პრინციპული მნიშვნელობის ყველა დეტალზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დღევანდელი განხილვა არ გულისხმობდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ შეხვედრებზე უკვე იქნება საშუალება, რომ დეტალურად იქნას ყველა პროექტი დამუშავებული.

„რამდენი კანდიდატი, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, ამ ყველაფერზე ჩვენ გვქონდა საუბარი. დღეს, ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ პრინციპების დონეზე გვქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით. მეორე შეხვედრაზე უკვე გვექნება იმის საშუალება, რომ დეტალურად წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება შემოთავაზებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღევანდელი შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა. პარალელურად, რედისონის შესასვლელთან სამოქალაქო სექტორი საპროტესტო აქციას მართავდა.

„რაც შეეხება ორ არამოსამართლე წევრს და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ ისურვეს შემადგენლობის შეცვლა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ღია პოზიცია, ჩვენ მზად ვართ, კონსულტაციებისთვის. მე დავაზუსტებ, შევთავაზეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა მათ ბოიკოტი გამოუცხადეს სხდომას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42