ზუგდიდში კახა მიქაია დააკავეს
შემთხვევა - 18:37, 18 Sep, 2013     2106

ზუგდიდში „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია დააკავეს. ამ წუთებში ის ზუგდიდის პოლიციაშია გადაყვანილი.

კახა მიქაია ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს წინ დააკავეს და ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის დარღვევა წაუყენეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ინფორმაცია "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მიქაია ზუგდიდში ბრიფინგს მართავდა და ქალაქის ცენტრში მდებარე ყოფილი რევაზ ლაღიძის ქუჩისთვის ძველი სახელის დაბრუნებას ითხოვდა. ორგანიზაციამ „დაიცავი საქართველო“ საგანგებო აბრებიც დაამზადა, სადაც ქუჩის სახელად ისევ რევაზ ლაღიძის სახელი და გვარია მითითებული. 

ორგანიზაციამ მანამდე გამგეობაში განცხადებაც შეიტანა, ხოლო მას შემდეგ, რაც პასუხი ვერ მიიღო, აბრები თვითნებურად დაამზადა და ისინი კახა მიქაიამ ქუჩის საცხოვრებელი სახლების ჭიშკრებზე ადგილობრივთა თანხმობით დაამონტაჟა. 

ეს ქუჩა ამჟამად გარდაცვლილი ზუგდიდელი პარლამენტის წევრის - გრიგოლ ქობალიას სახელობისაა.

ქუჩას პარლამენტის წევრისა და ზუგდიდში მრავალი ინოვაციის ავტორის, ტელეკომპანია „ოდიშის“ დამფუძნებლის გრიგოლ ქობალიას სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ, გამგეობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42