სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენები - დღეს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა, სადაც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს.
აღნიშნული კონფერენცია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა შეაფასა და განაცხადა, რომ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი შეკრება მისი და ანა დოლიძის კრიტიკას ემსახურებოდა:
„დღეს მე დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყნას სასამართლო არა აქვს და დავრწმუნდი, რომ ამ სისტემაში განსხვავებული აზრი არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იყო კომუნისტური პარტიის ყრილობა. ჩვენ ვნახეთ გამომსვლელები, რომლებიც იმიტომ შეიკრიბნენ აქ, რომ შეიძლება ითქვას, რომ გაველანძღეთ მე და ანა დოლიძე, მათ შეკრებას სხვა მიზანი ნამდვილად არ ჰქონდა. 279 მოსამართლე იმისთვის შეიკრიბა და იმისთვის ჩამოვიდნენ სხვადასხვა რეგიონიდან, რომ ჩვენ მიმართ დაეფიქსირებინათ ასეთი დაუსაბუთებელი, გაუმართლებელი, უსაფუძვლო განცხადებები,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






