სასამართლოს სისტემაში მიმდინარე მოვლენები და მოსამართლეების განცხადებები - მოსამართლეთა ნაწილი აცხადებს, რომ გარკვეული პირები მათ საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ. აღნიშნულს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა.
ბესელია აღნიშნავს,რ ომ არავის უნდა ეგონოს, რომ სასამართლოს სისტემა ვინმეს პირადი კორპორატიული სივრცეა.
„ბოლო დღეებში ისმის განცხადებები, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლობას იცავენ და თითქოს, ვინმე ცდილობს, მათ დამოუკიდებელ საქმიანობაში ჩარევას. ნათლად მინდა, ვთქვა, ჩვენ ვიცავთ თავად სასამართლოს დამოუკიდებლობას ჩვენი ამ ბრძოლით. არავინ არ აპირებს სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევას. მე მივესალმებოდი და გამიხარდებოდა, თუ იმ სასტიკი რეჟიმის დროს მოსამართლეები დამოუკიდებლობაზე ხმას ამოიღებდნენ და ამას საკუთარ გადაწყვეტილებებში ასახავდნენ. ნურავის ნუ ჰგონია, რომ სასამართლოს სისტემა ვინმეს პირადი კორპორატიული სივრცეა. ვიღაცას შეიძლება, განცდა აქვს, რომ მის სახლში შევდივართ, ეს არავის პირადი სივრცე არ არის. ქართული მართლმსაჯულება არის საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციური უფლების ნაწილი, რომ განახორციელოს სამართლიანი სასმართლოს უფლება ყველა დონეზე. ამას ვიცავთ ჩვენ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






