არასამთავრობოები ეკა ბესელიასა და უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს ხვდებიან - მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები
პოლიტიკა - 15:57, 26 Jan, 2019     750

არასამათავრობო ორგანიზაციების ნაწილი ეკა ბესელიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილს ხვდებიან.

აღნიშნული შეხვედრის მთავარი თემა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებია.

მესამე სექტორის მთავარი მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობის შეცვლაა:

„ჩვენ გვესმის, რომ იძულების ფორმით და სხვა მსგავსი ტიპის მოქმედებით პარლამენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრების შეცვლასთან დაკავშირებით. თუმცა ვფიქრობთ, რომ აუცილებელია საზოგადოების პროტესტი იმისთვის, რომ რეალურად საბჭოს იმ წევრებმა, ვინც მიიღეს გადაწყვეტილება სიის ნომინირების თაობაზე, მიიღონ გადაწყვეტილება და თავად დატოვონ თანამდებობები. ჩვენთვის მთავარი და მნიშნველოვანი დღეს სწორედ საბჭოს შემადგენლობაა. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფში,“ - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები მინიმუმამდე შემცირდეს.

„კანონში გამართული პროცედურები უნდა გაიწეროს, ეს გულისხმობს ღია კონკურსის გამოცხადებას, პარლამენტში ამ პროცესის სრულად გადმოტანა, რომელიც მოსამართლეთა არჩევის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს ეხება, საბჭოს დარჩეს მხოლოდ მინიმალური პროცედურა, ეს არის სიის წარმოდგენა, მაგრამ არა იმ სახით, რომ მან თავად შეარჩიოს სასურველი კანდიდატები, არამედ წარუდგინოს პარლამენტს გაცილებით უფრო ფართო სია, რომლითაც წარმოდგენილნი იქნებიან მოსამართლეთა კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს, თუმცა, შინაარსობრივ განხილვაში უნდა შევიდეს და არა იუსტიციის საბჭო, რომელსაც არა აქვს სანდოობა და საზოგადოებაში ნდობა, რომელიც ამ წუხილებს მოხსნიდა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42