მოსამართლეთა დღევანდელ რიგგარეშე კონფერენციაზე ერთობლივი მიმართვა მიიღეს
პოლიტიკა - 15:13, 26 Jan, 2019     868

დღეს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც ერთობლივი მიმართვა მიირეს.

„ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საჭიროდ მიგვაჩნია, შევაფასოთ ის არაჯანსაღი პროცესები, რაც მიზანმიმართულად ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით გაღრმავდა მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოიყენა კონსტიტუციური უფლება და უზენაეს სასამართლოში არსებული კრიზისის აღმოსაფხვრელად პარლამენტს წარუდგინა მოსამართლეთა კანდიდატურები.

არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო ამ პროცესის ხელოვნური დისკრედიტაცია, წარდგენილი კანდიდატების მიმართ სიძულვილის ენით საუბარი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით დაუსაბუთებელი და უარგუმენტო შეფასებების გავრცელება იმ განხილულ საქმეებზე, რაზეც მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილებები. გახშირდა მოსამართლეთა მიმართ აგრესიული და უპატივცემულო დამოკიდებულების ფაქტები. ამასთან, გაჟღერდა მოსამართლეთათვის უფლებამოსილების შეწყვეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლის მოთხოვნა, რაც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებს.

2017-2018 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმით, შეიქმნა მყარი გარანტიები სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის: მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნა, მათი თანამდებობიდან გათავისუფლების აკრძალვა სასამართლოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის საფუძვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების და მოსამართლეთა ხელშეუხებლობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების გადაცემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რაც პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად ქმნის სამართლებრივი სტაბილურობის გარანტიას.

სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების გარკვეული ნაწილი, რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ცდილობს ხელყოს სასამართლოს ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა და დასაჯოს სასამართლო იმისთვის, რომ იხელმძღვანელა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი მოსამართლეთა კარიერული დაწინაურების პრინციპით.

სასამართლოს განვითარება, საზოგადოების მაღალი ნდობის მოპოვება და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა შეუქცევადი პროცესია, თუმცა მნიშვნელოვანია შეწყდეს სასამართლოს, განსაკუთრებით ჩვენს მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიმართ ცილისმწამებლური კამპანია.

მოსამართლეთა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მოთხოვნას არა თუ არ გააჩნია ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, არამედ ეწინააღმდეგება თითოეული ჩვენგანის ნებას და საქართველოს კონსტიტუციით და ყველა მოქმედი საერთაშორისო აქტით დეკლარირებულ გარანტიებს.

იმის გათვალისწინებით, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა უზრუნველყოს მოსამართლის დამოუკიდებლობა და ისეთი ნაბიჯების არიდება, რომელმაც შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს მართლმსაჯულების ინტერესები, მივმართავთ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს:

ობიექტურად გაანალიზონ და შეაფასონ მიმდინარე პროცესები, განახორციელონ ყველა აუცილებელი მოქმედება, რათა შეწყდეს ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და მიეცეს მას შესაძლებლობა მშვიდ გარემოში განაგრძოს საქმიანობა, ხოლო მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წარიმართოს მხოლოდ სამართლებრივი დისკუსიის ფარგლებში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით“, – აღნიშნულია მოსამართლეთა კონფერენციის განცხადებაში“, - ნათქვამია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42