სლოვაკეთში გამოფენაში მონაწილე ოკუპირებული აფხაზეთი - საელჩო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 13:15, 26 Jan, 2019     1041

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია სლოვაკეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენა "ITF Slovakiatour 2019"-ში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. სავაჭრო პალატამ გამოფენაზე აფხაზური წარმოების პროდუქცია წარადგინა.

აღნიშნულის შესახენ საქართველოს საელჩო სლოვაკეთში განცხადებას ავრცელებს:

"2019 წლის 24-27 იანვარს ქ. ბრატისლავაში მდებარე საგამოფენო ცენტრ INCHEBA-ში მიმდინარე ტურისტულ გამოფენა ITF Slovakiatour 2019-სთან დაკავშირებით საელჩოს კომუნიკაცია ჰქონდა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროსთან, სლოვაკეთის ტრანსპორტისა და მშენებლობის სამინისტროსთან, აგრეთვე უშუალოდ საგამოფენო ცენტრთან.

"სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ნოტით, სლოვაკური მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერას. სლოვაკეთის მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სლოვაკეთის მთავრობას არანაირი კავშირი არ აქვს ხსენებული გამოფენის ორგანიზებასთან. სლოვაკური მხარის თქმით, აღნიშნული გამოფენა არის კერძო კომპანიის მიერ ორგანიზებული კომერციული პროექტი, რომლის მფლობელიც არის ეროვნებით რუსი.

"სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სლოვაკეთის მთავრობის არცერთი წარმომადგენელი ან ოფიციალური პირი არ ეწვევა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ე.წ. „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენელთა სტენდს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42