გორის მერის მოადგილე თანამდებობიდან გადააყენეს
პოლიტიკა - 12:58, 26 Jan, 2019     838

გორის მერის მოადგილე თანამდებობიდან გადააყენეს. გელა კაპანაძის უფლებამოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლებისმიზეზად გაუხარჯავი 2 მილიონი სახელდება, თუმცა თავად მერიაში ოფიციალური განმარტება მიზეზზე არ გაკეთებულა.

გელა კაპანაძის ადგილი ერასტი ერიჯანაშვილმა დაიკავა. ის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის დაქვემდებარებაში მუშაობდა:

„ბატონი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი არის გამოცდილი მენეჯერი, საკმაოდ კვალიფიციური კადრი. მასთან მე ვმუშაობდი, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, შევიძინე დიდი გამოცდილება და სწორედ აღნიშნულ გამოცდილებას მოვახმარ ჩემს საქმიანობას. ბატონმა კონსტანტინე თავზარაშვილმა შემომთავაზა აღნიშნული თანამდებობა და შესაბამისად, მე დავთანხმდი დიდი სიხარულით,“ - ამბობს მერის მოადგილე, ერასტი ერიჯანაშვილი.

თავად გორის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად გელა კაპანაძის სურვილს ასახელებს:

„რამდენიმე დღის უკან დაწერა ყოფილმა მოადგილემ, გელა კაპანაძემ, განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე და დღეს მე უკვე ახალი მოადგილე მყავს, ეს არის ერასტი, რომელიც მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში, ის არის ახალგაზრდა კადრი, გორელი კადრია, ამიტომ, ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა კადრებს, რომ დავაბრუნოთ თბილისში წასული და სხვა ქალაქებში. მას აქვს ძალიან კარგი მენეჯერული თვისებები და სწორედ ამ თვისებების შედეგად მე შევთავაზე, მან მიიღო ჩემი შეთავაზება და დაიწყო მან მუშაობა ჩემს მოადგილედ. გუბერნატორი არ მინიშნავს და არ ნიშნავს ჩემი სამსახურის თანამშრომლებს იმიტომ, რომ გუბერნატორი ასეთ საქმეებში არ ერევა. ეს არის ჩემი პირდაპირი პრეროგატივა, რომ დავნიშნო მოადგილეები და არ დავნიშნო მობილობის ან კონკურსის წესით, პირდაპირ შემიძლია მე დავნიშნო, ამიტომ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42