საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ორდღიანი შეხვედრები დასრულდა. თუმცა, „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს ხვალ კვლავ შეხვდებიან, ამჯერად ბიძინა ივანიშვილის გარეშე.
დეპუტატების განცხადებით, ხვალინდელი შეხვედრა სამშაო ფორმატში წარიმართება:
„სამუშაო ჯგუფი არის ინერციის გაგრძელება, იმ ინერციის, რომელიც იყო შექმნილი სანამ ეს საკითხი ძალიან აქტუალური იქნებოდა. კონკრეტული შემადგენლობა არსებობს, ჩვენი პარტნიორებიც არიან, სხვადასხვა ადამიანებიც არიან, კვირას იქნება შეხვედრა, მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ დამთავრდება მთავარ კრიტერიუმებზე საუბარი. კვირას უბრალოდ სამუშაო ჯგუფი დაიწყებს მსჯელობას რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ. ნუ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ კვირას იქნება გამზადებული კანონპროექტი“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამუშაო ფორმატს ირაკლი კობახიძე წარუძღვება, რომელიც შეეცდება დააახლოვოს განსხვავებული პოზიციები:
„ირაკლი კოაბხიძე რომელიც უხელმძღვანელებს სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, აღწურვილია მანდატით, რომელ მანდატსაც ამ შემთხვევაში ჰქვია, უმრავლესობის შიგნით დაახლოებული პოზიცია, პროცედურებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად დავაახლოვეთ ეს პროცედურები და გარკვეული ჩარჩო არსებობს, რადგან უკვე ჩვენმა წარმომადგენლებმა ამ კომისიაში იციან უმრავლესობის აზრი, რომელ პრინციპებზე ტანხმდებიან ისინი, არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელზე მსჯელობაც ბუნებრივია გაგრძელდება, საბოლოო მიზანი არის ის, რომ ჩვენ გამოვიდეთ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან და ჩვენ გამოვიდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმაღლესი სიკეთიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






