მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია იწყება. საგანგებო შეხვედრა, რომელზეც მოსამართლეები იკრიბებიან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ მოვლენებსა და მოსამართლეთა სიას უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეები სწორედ არსებული დაპირისპირების შესახებ იმსჯელებენ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ შეხვედრა მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე დაინიშნა:
„ეს არის რიგგარეშე კონფერენცია, რომელიც მოწვეული იქნა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და სასამართლოსთან მიმართებაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კერძოდ ის, რომ რამდენიმე პოლიტიკოსის და რიგი არასამთავრობოების მხრიდან ადგილი აქვს რაღაც კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ ამ საკითხებზე აუცილებლად უნდა გამოხატოს პოზიცია და თავის მოსაზრება დააფიქსიროს,“ - აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






