მრგვალი მაგიდა „რუსთავი 2-ის" ეგიდით - ოპოზიცია კონსიტიტუციასა და საარჩევნო კანონდებლობაში ცვლილებებს ითხოვს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
პოლიტიკა - 18:54, 25 Jan, 2019     1048
„რუსთავი 2-ის" ეგიდით მრგვალი მაგიდა დასრულდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პროპორციულ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ოპოზიცია შთანხმდა, რომ მომავალ კვირას, საინიციატივო ჯგუფი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მოთხოვნას შეიტანს და მოითხოვს, რომ საპარლამენბტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს გამართული მრგვალი მაგიდის მიწურულს შეთანხმნენ, რომ ისინი შეაგროვებენ ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას.

"თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, რომ ახალ კონსტიტუციაში კონკრეტულად ერთ დათქმაზე თუ გააკეთებენ აქცენტს, მაშინ ხელისუფლების კონტრარგუმენტი უსაფუძვლო იქნება.

„ახლა, როდესაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის ამოქმედებული, ჩვენ შეგვიძლია სწორედ ამ კონკრეტულ დათქმაზე მივიტანოთ, ასე ვთქვათ, კამპანიური ხასიათის იერიში და ხელისუფლებას ის კონტრარგუმენტი, რომელიც ჰქონდა მაშინ, ახლა უკვე აღარ ექნება. ის ვერ იტყვის იმას, რომ ვერ დავთანხმდები ამ ცვლილებას იმიტომ, რომ სხვა ცვლილებების გატანა მინდაო, იმიტომ, რომ სხვა ცვლილებებზე ლაპარაკი უკვე არ იქნება,“ - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

„ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შეტანის შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობაც შესაცვლელი იქნება.

„კანონპროექტი ბატონი სანდროს შექმნილი არის და როდესაც ვესაუბრებოდი, ბატონ სანდროსთან და ბატონ შალვასთან, მათი ინიციატივით, ჩვენ პირველი, რაზეც მოვილაპარაკეთ ის, რომ ყველაზე სწრაფად შეიძლება ამის დაწყება და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის იმიტომ, რომ კონსტიტუციის ცვლილება არის, მაგრამ ამას აუცილებლად მოჰყვება საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგულაციებში ცვლილებების მოთხოვნა,“ - განაცხადა ვაშაძემ.

განცხადება გააკეთა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

"თუ 2020 წელს ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მეორე დღეს, არჩევნების შემდეგ დაიწყება ჯოჯოხეთი. პოლიტიკა იქნება ლეგიტიმურად დესტრუქციული. 2022-ს არავინ დაელოდება...

ამიტომ, 2020-ის მერე პოლიტიკა იქნება ლეგიტიმურად დესტრუქციული, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ კიდევ 4 წელი მომეცით, მაჩუქეთ, იმ 4 წელს მერე მაგას არავინ არ აჩუქებს,“ - განაცხადა უგულავამ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა მისაღებია სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლის, ალეკო ელისაშვილისთვის.

„შეიძლება აიღონ სულაც 30 ან 29 პროცენტი და მაჟორიტარების წყალობით, ეს გადაიქცევა 85 ან 95 პროცენტად, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ძალიან მარტივად ვიტყვით, ხალხი სულ მეკითხება ხოლმე, გვეშველება რამე? მაჟორიტარები თუ დარჩა და მაჟორიტარული სისტემა თუ დარჩა, ეს ქვეყანა წინ ვერ წავა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია სწორედ ის, რომ გაირკვას, ვინ უჭერს მხარს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

„ოპოზიცია იწყებს ხელმოწერების შეგროვებას კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. დღეს, ალბათ, გაირკვევა, ვინ უჭერს ამ ინიციატივას მხარს და ვინ არ უჭერს ამ ინიციატივას მხარს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღევანდელი ჩვენი მრგვალი მაგიდის მთავარი სიახლე საზოგადოებისთვის არის ეს და ეს ძალიან საინტერესოა. თუმცა, ოპოზიცია აქვე აფიქსირებს, რომ ეს ცვლილებები ვერ იქნება ერთადერთი და მას უნდა მოჰყვეს თანმდევი ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრირების და რეფორმირების რადიკალური შეცვლის კუთხით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42