"ოცნების" შეხვედრა დასრულდა - " მოსამართლეობის იმ კანდიდატურებზე, რომელიც ახალი კრიტერიუმებით იქნება შერჩეული, სათითაოდ ვიმსჯელებთ"
პოლიტიკა - 18:32, 25 Jan, 2019     883
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ძირითად პრინციპებზე შეთანხმება მიღწეულია.


მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება და პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე სათითაოდ იმ კანდიდატებზე იმსჯელებს, ვინც ახალი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა.

“უმრავლესობის ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე ძირითადი დრო სასამარლოსთან დაკავშირებული საკითხის განხილვას დაეთმო. ასევე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო სხვა შიდაპარტიული საკითხების განხილვას. ეს იყო შედეგიანი შეხვედრა. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ძირითად ამოსავალ პრინციპებზე გუნდი შეჯერდა. ეს შედეგი იმაში გამოიხატება, რომ უმრავლესობა მზად არის სამუშაო ჯგუფში პროცესის მონაწილე გახდეს ისე, რომ სამუშაო ჯგუფმა მიზანი შეასრულოს ჩვენ ვიმსჯელეთ ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომ იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და თქვენ თვითონ ნახავთ უკვე პირველ სამუშაო შეხვედრაზე წარმომადგენლობას. პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება ამ პროცესს და მას ექნება გუნდის მხარდაჭერა პროცესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატის თქმით, გუნდში მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით თანხმობა არის მიღწეული.

„სხვა პრინციპები, რაზეც ვიმსჯელეთ და გუნდში არის თანხმობა, ეს არის ის, რომ იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მომავალშიც მოემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების გამტკიცებას და რაც მთავარია, უზენაეს სასამართლოში პროფესიონალი, კეთილსინდისიერი, მიუკერძოებელი მოსამართლეების დამტკიცებას.

„გასაკუთრებით იყო განხილული საგაზაფხულო სესიაზე კენჭისყრასთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც ჩვენ კანდიდატურებზე გვექნება მსჯელობა. მინდა, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იცოდეს უმრავლესობის პოზიცია, რომ თითოეულ კანდიდატურაზე იქნება ინდივიდუალური კენჭისყრა, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ კანდიდატურას და არა მთლიან სიას ერთად უყრის კენჭს პარლამენტი,“ - ამბობს თალაკვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42