"შემაშფოთებელი და საშიში პრეცედენტი" - "გამჭვირვალობა-საქართველო" დავით ერაძეზე თავდასხმას გმობს და დროულ გამოძიებას ითხოვს
პოლიტიკა - 18:09, 25 Jan, 2019     730
"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, დავით ერაძის სახლზე სროლას და თავდასხმას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სპეციალური განცხადებით ეხმაურება და მომხდარ ფაქტს გმობს.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავ ორგანოებს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” კატეგორიულად გმობს "რუსთავი2"-ის ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს საქმის დროულად გამოძიებისა და შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობისკენ

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, 25 იანვარს, დღისით ჟურნალისტ დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. ტელევიზია შემთხვევას მოჭიდავეების სკანდალურ საქმეს უკავშირებს, რომელზეც დავით ერაძე ბოლო პერიოდში მუშაობდა. ტელეკომპანიის ცნობით, ჟურნალისტის მოპოვებულია ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს. აღნიშნული ვიდეო ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად დაედო გეგა გეგეშიძის დაკავებას, რომლის მხარდასაჭერად მოჭიდავეების ნაწილმა აქცია გამართა და რომელიც ცოტა ხნის წინ 5 000 ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მომხდარი შემთხვევა შემაშფოთებელი და საშიში პრეცენდენტია, ვინაიდან ის საფრთხის შემცველია როგორც კონკრეტული ჟურნალისტისა და ტელეკომპანიისათვის, ასევე მთლიანად მედია გარემოსათვის. აუცილებელია, რომ სამართალდამცველებმა უმოკლეს ვადაში გამოიძიონ საქმის დეტალები, მისცენ მას შესაბამისი კვალიფიკაცია და საჯაროდ გაგვაცნონ გამოძიების შედეგები, რათა საზოგადოებას არ დარჩეს აღნიშნული ფაქტის მიმართ კითხვის ნიშნები.

სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და რეაგირება მოახდინოს მედიის მიმართ გაკეთებულ ნებისმიერ მუქარას, საქმიანობაში ჩარევასა თუ თავდასხმაზე, რათა არ წაახალისოს მედიის მიმართ ნებისმიერი ფორმით ძალადობა,"- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42