ქულის შემცირება სხვადასხვა კრიტერიუმში მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია, თუმცა ამის შედეგად სიაში ადგილის ცვლილება არ მომხდარა და გასული წლის მსგავსად, საქართველო ისევ მე-16 პოზიციაზე, “უმეტესად თავისუფალი” ქვეყნების რიგშია.
საქართველოს სარეიტინგო ქულა 12 კომპონენტიდან 5 კომპონენტშია გაუმჯობესებული: საკუთრების უფლება, მთავრობის დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი, ფისკალური მდგრადობა და ფინანსური თავისუფლება. 6 კომპონენტში გაუარესებული- მთავრობის ერთიანობა, სასამართლოს ეფექტურობა, ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება . იგივე შედეგია 1 კომპონენტში ინვესტიციების თავისუფლება.
Heritage Foundation კვლევაში წერია, რომ მიუხედავად კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო თავისუფლებისა, პოლიტიკური ზეწოლა საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების მიუკერძოებლობას. ამასთან, ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა მაღალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა საჯარო სექტორში კორუფციის დონე კვლავ პრობლემად რჩება.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).

მასალის გამოყენების პირობები






