მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და უმრავლესობის დეპუტატების შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან - როსტომ მეფის სასახლის დატოვების შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, საბოლოო გადაწყვეტილებები კი იქნება ისეთი, როგორიც ქართულ საზოგადოებას სურს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მოხდა შეთანხმება რამდენიმე პრინციპზე უზენაესი სასამართლოს მსოამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით:
„ძალიან შედეგიანი შეხვედრა იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ორდღიანი მუშაობა გადის ფინიშზე და საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება ისეთი, როგორიც ქართულ საზოგადოებას სურს. საზოგადოება ითხოვს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე, ამიტომ, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ღია კონკურსის გზით მოხდეს კანდიდატების შესვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომ შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელოს ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, ამით თანასწორობის პრინციპი დაცული იყოს, რომ ყველა მსურველს მიეცეს თავის თავის ნომინირების უფლება და ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება. მეორე სახელმძღვანელო პრინციპი არის ის, რომ სწორედაც იმ კრიტერიუმების და მათ შორის, კეთილსინდისიერების კრიტერიუმების 5-ვე ასპექტის ჭრილში იქნება განხილული საპარლამენტო კომიტეტებში და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მესამე, რომ პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭისყრის დროს და მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ პერსონასთან მიმართებაში,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






