ისრაელის საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:17, 25 Jan, 2019     3845
საქართველოს საელჩო ისრაელში, ბოლო პერიოდში ისრაელის საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


"ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოკლევადიანი ვიზიტები განახორციელონ ისრაელში სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ბიზნესი, მოკლევადიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, სასწავლო კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და ა.შ.; გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ იმ მოთხოვნებს, რაც ისრაელთან უვიზო მიმოსვლის წესები ითვალისწინებს, ასევე იმ უფლებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მოქალაქეებს გააჩნიათ, როდესაც მათ უარს ეუბნებიან შემოსვლაზე, იხილეთ ბმული:

http://israel.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2255&lang=1

აღსანიშნავია, რომ საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელების კუთხით ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ცვლილებები არ განხორციელებულა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახური მოქალაქეთა ვიზიტის მიზნის დასადგენად ახორციელებს დამატებით გასაუბრებას მგზავრებთან. საზღვრის გადაკვეთის პროცედურა გასაუბრების ჩათვლით შესაძლოა რამდენიმე საათი გაგრძელდეს, რაც დამოკიდებულია იმ მომენტისათვის არსებულ მგზავრთა ნაკადზე.

საელჩო თხოვნით მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ მიზეზების ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზე მათ შესაძლოა უარი უთხრან ქვეყნაში შემოსვლაზე და გაითვალისწინონ ჩამოთვლილი გარემოებები/მიზეზები ისრაელში გამომგზავრებამდე, მათ შორის: ისრაელში ოჯახის წევრების ყოფნა; ცრუ ინფორმაციის წარდგენა მესაზღვრესთან გასაუბრების დროს; მოქალაქის ვიზიტის მიზანი გაურკვეველია ან არსებობს მისი ისრაელში არალეგალურად დარჩენის საფუძვლიანი ეჭვი; მესაზღვრესთან თანამშრომლობაზე უარის თქმა. სრული სია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=994

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოშვებასთან დაკავშირებით".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42