„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის დეპუტატები პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრის მეორე რაუნდს მართავეს. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთანს აუბრისას აღნიშნა, რომ პრინციპულ საკითხებზე შეტანხმება პრინციპულად არის მიღწეული:
„შეხვედრის მეორე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება პრინციპულად მიღწეულია. ახლა ტექნიკურ საკითხებზე მიდის შეთანხმებები, როგორც იყო მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“, თუნდაც რთული საკითხებიდან ჰპოვებს ყოველთვის გამოსავალს. ეს გამოსავალი იქნება საზოგადოების ინტერესთან თანხვედრაში, ისე, რომ ის პროცესი, რაც ეხება ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, სასამართლოს და მის შერჩევის კრიტერიუმს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება გამჭვირვალე, აქ დეპუტატებს ექნებათ საშუალება, რომ ინდივიდუალურად საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, ყოველგვარი გუნდური ვალდებულებების გარეშე. პროცესი იქნება გამჭვირვალე და პროცესი იქნება შედეგზე ორიენტირებული,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






