მრგვალი მაგიდა "რუსთავი 2"-ის ეგიდით - შეხვედრაზე ცილისწამების შესახებ კანონში დაანონსებული ცვლილებები გააკრიტიკეს
პოლიტიკა - 16:38, 25 Jan, 2019     725
სასტუმრო რუსმში მიმდინარე ფორუმზე გააკეთა, რომელიც რუსთავი2-ის ეგიდით იმართება და ქართველი პოლიტიკოსები, ადგილობრივი და საერთაშორისო გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობენ ხელისუფლებს ინიციატივაზეც იმსჯელეს, რომელიც ცილისწამებას ეხება. მრგვალი მაგიდის მონაწილეების განცხადებით, თუ ხელისუფლება აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას განახორციელებს, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდება, რაც დემოკრატიას დააზიანებს.


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, თუ დღეს არსებული კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს კიდევ რამე დაემატება, ეს უკვე პოლიტიკური ცენზურის ფორმას მიიღებს:

„თუ ამ მიმართულებით რამე იცვლება, ეს უნდა იყოს საერთო პოლიტიკური კონსენსუსი შედეგი. ეს არის პრაქტიკულად კონსტიტუციის მიღების ტოლფასი, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ტოლფასი გადაწყვეტილებაა, ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორიც არ უნდა იყოს შეზღუდვის კონტენტი, მათ შორის, ლეგიტიმური, მათ შორის, ძალიან ფრთხილი და დაბალანსებულიც, არ არის საქართველოში მთავარი ამ შეზღუდვის იმპლემენტატორის ნდობა, მისი თავისუფლება და მისი კვალიფიკაცია. ამიტომ, ნებისმიერი შეზღუდვა, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელიც მიგვაჩნია, რომ სავსებით საკმარისია, დღევანდელი კანონით მოცემული შეზღუდვებისა, ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა, მაღალი ალბათობით, საქართველოში მიიღებს პოლიტიკური ცენზურის ფორმას,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ხელისუფლების ინიციატივა მიუღებელია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილისთვის. მისი თქმით, აღნიშნული იდეა განხორციელების შემთხვევაში ქვეყანაში არსებულ სტანდარტს დააზიანებს.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ჩვენნაირ ქვეყანაში ამ მიმართულებით რაიმეს გამკაცრება და საკანონმდებლო ცვლილებები დააზიანებს იმ სტანდარტს, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. ვინაიდან, ჩვენი კანონმდებლობა ძალიან კარგად პოულობს ბალანსს, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას და მეორე მხრივ, ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას შორის,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42