"ვულოცავ უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობას და მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას მიულოცოს უკრაინას ავტოკეფალია“- გიორგი კანდელაკის გამოსვლა ევროსაბჭოში
პოლიტიკა - 16:24, 25 Jan, 2019     783
ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობის მოპოვება მოულოცა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ უკრაინას ავტოკეფალია მიულოცოს.


„ვულოცავ უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობას და მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას მიულოცოს უკრაინას ავტოკეფალია.“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

კანდელაკმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინასა და საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ ისაუბრა და იმ რეზოლუციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც ევროსაბჭოში არის წარდგენილი:

„გიორგი კანდელაკის განცხადებით: „ძალიან საწყენია, როდესაც ადამიანებს, რომლებიც ვაკრიტიკებთ რუსეთს, რუსოფობიაში გვადანაშაულებთ. არა კოლეგებო, სინამდვილეში, ჩვენ რუსეთის ინტერესებს ვიცავთ ამ დარბაზში, რადგან მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული რუსეთი, რომელიც, ასევე, პატივს სცემს მეზობელ ქვეყნებს სრულებით შესაძლებელია. ხოლო თქვენ იცავთ კრემლს და არა რუს ხალხს. რუსი ხალხი იმსახურებს თავისუფალ არჩევნებს. ისინი იმსახურებენ უკეთეს ცხოვრებას, სადაც იცხოვრებენ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, ექნებათ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობა.

ასევე, ვწუხვარ, როდესაც ამ დარბაზში იყენებთ ტერმინს „დეესკალაცია“, რომელიც ორივე მხარეს მოუწოდებს დეესკალაციისკენ. დეესკალაცია უკრაინის შემთხვევაში, წინააღმდეგონის გაწევის შეწყვეტას გულისხმობს, რაც შეუძლებელია. უკრაინას არ შეუძლია დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი. მნიშვნელოვანია, რომ აქ წარმოდგენილი რეზოლუცია აქამდე მიღებულ რეზოლუციებს ეხმიანება. ისინი მნიშვნელოვან საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს ქმნიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ამ რეზოლუციების დიდი ნაწილი ცალსახად აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.“- აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42