მმართველ პარტიაში მიმდინარე მოვლენები - საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიის შიგნით მიმდინარეობს ჯანსაღი პროცესი, რომელიც ბიძნა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ დააანონსა. მან ასევე ისაუბრა სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე და განმარტა, რომ მმართველმა გუნდმა ამ საკითხზე საკუთარი პრინციპული პოზიცია უკვე დააფიქსირა:
„პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს ძალიან ჯანსაღი პროცესი, რომელიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა. ბუნებრივია, კრიტერიუმებისა და პროცედურების დადგენა აუცილებელია, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ საქმე გვაქვს ძალიან ჯანსაღ პროცესთან. მე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა ისიც განვაცხადე, რომ ჩვენ არასოდეს ჩავერევით დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში. ჩვენ საქართველოში 2012 წელს დავასრულეთ დრო, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ალაგებდნენ სასამართლოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






