„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ, თბილისში რუსთავი2-ის ეგიდით მიმდინარე ფორუმთან დაკავშირებით საუბრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს განვლილი არჩევნების დეტალური შეფასება ყველა ფორმატში, რათა უკეთ გამოჩნდეს თუ რა არის გამოსასწორებელი მომდევნო არჩევნებისთვის. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება ეს ფორუმიც.
„ჩვენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დეტალურ მიმოხილვას წარმოვადგენთ მომდევნო თვეში, როდესაც საბოლოო ანგარიში იქნება მზად და ის მოიცავს ყველა იმ ძირითად ტენდენციას, რაც შესამჩნევი იყო ამ არჩევნებზე, ასევე რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გამოსწორდეს მომდევნო არჩევნებისთვის. თუმცა დღეს რუსთავი 2-ის მოწვევით იმართება ეს დისკუსია და ჩვენ ყველა იმ დისკუსიაში ვმონაწილეობთ სადაც არჩევნებზე მსჯელობაა და რეკომენდაციებზეა საუბარი და კიდევ ვაპირებთ სხვა დისკუსიებში მონაწილეობასაც.“- განაცხადა ბენიძემ.
გავლენიანნი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, კონფერენციაზე მათი მხრიდან აქცენტი გაკეთდება იმ ნეგატიურ კამპანიაზე რომელიც წინა არჩევნებს ახლდა. ამ მზრივ ბენიძემ ხაზი გაუსვა სოციალურ მედიაში მიმდინარე პროცესებს:
„ჩემი მთავარი ფოკუსი დღეს ამ კონფერენციაზე იყო პოლარიზაცია და ნეგატიური კამპანია, რომელიც თან ახლდა წინა არჩევნებს და მათ შორის სოციალური მედიის, ფეისბუკის გამოყენებას, როგორც ამ პოლარიზაციის ინსტრუმენტისა. ჩვენ წარმოვადგინეთ სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან აქტიურად ხდება საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაზე გავლენების მოხდენა ანონიმური გვერდებით, დასპონსორებული კონტენტით, სხვადასხვა დისკრედიტაციით. ეს განსაკუთრებით მეორე ტურზე იყო შესამჩნევი. თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რიგი ასეთი გვერდები აქტიურია და მუშაობს მაგალითად ეკა ბესელიას და სხვა აქტორების დისკრედიტაციაზე, რომლებსაც შეიძლება ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია ქონდეთ. მათ შორის აქტიურად მიმდინარეობს, ჩვენი როგორც სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობა, როგორც ჩანს ეს არის ახალი პოლიტიკური რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და შესაბამისად ამ გამოწვევაზე, მათ შორის არჩევნების კონტექსტში სერიოზული მსჯელობაა საჭირო“- განაცხადა ბენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






