ხელოვნურობისა და პოპულიზმის ნიშნები კალაძის მხრიდან - „სასტუმრო „ბუდაპეშტზე“ თავად ატეხა ხმაური და შემდეგ პრობლემა მოაგვარა“
პოლიტიკა - 13:36, 25 Jan, 2019     833

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება - აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული, რომელიც სასტუმროს მფლობელსა და თბილისის მერს შორის შედგა. როგორც ცნობილია, მხარეები ადგილმონაცვლეობაზე ან გამოსყიდვაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნულს გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელმაც განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, შეთანხმების მსგავსი პირობების მიღწევა ცხადი გახდა.

„მივესალმები იმ შეთანხმებას, რომელიც დღეს გაჟღერდა, მოსალოდნელიც იყო, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოვიდა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს შეთანხმება მიღწევადი იყო. კალაძის მხრიდან სამწუხაროდ ამას ხელოვნურობის და ჩვეულებრივი პოპულიზმის ნიშნები ჰქონდა, რომ ხმაური აეტეხა და თვითონ ატეხა ხმაური, შემდეგ კი პრობლემა მოაგვარა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ პრობლემა მოგვარდა, თუ პრობლემა მოგვარდა, ინვესტორიც კმაყოფილი იქნება და თავის წვლილს შეიტანს ეკონომიკაში, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ აშენდება სასტუმრო“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ისტორიაში ხაზგასასმელი და აღსანიშნავი არის ის, რომ ქვეყანაში წარმოიშვა სამოქალაქო აქტივიზმის კულტურა, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლების გადაწყვეტილებების კონტროლი საზოგადოების მხრიდან მოხდება:

„თუ რამე არის ხაზგასასმელი ამ ისტორიაში, არის ის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდა ძალიან მყარი სამოქალაქო აქტივიზმი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილებები შეაჩეროს, ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ყველა ხელისუფლება რაღაცას სცოდავს, რაღაცას კარგად აკეთებს, რაღაცას ცუდად აკეთებს, მაგრამ საზოგადოება თუ არის ფხიზელი, აქტიური, თუ არის სამოქალაქო აქტივიზმის მუხტი, ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაძლოა რევიზიის ქვეშ დადგეს და ეს არის ნათელი მაგალითი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42