თსუ-ს სტუდენტებმა დასუფთავების აქცია ცნობილი გარემოსდამცველის შოთა ადამიას 90 წლის იუბილეს მიუძღვნეს
პოლიტიკა - 13:27, 25 Jan, 2019     657

ცნობილი გარემოსდამცველის, მეცნიერის, თსუ პროფესორის შოთა ადამიას 90 წლის იუბილეს მიუძღვნეს დასუფთავების აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მდინარე ვერეს ხეობასა და ვარაზისხევში უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების ინიციატივით თსუ სტუდენტმა მიმართა რექტორს გიორგი შარვაშიძეს ფეისბუქლაივის დროს.

„მსგავსი აქციები უნდა მოეწყოს არა მარტო პირველი კორპუსის გარშემო, არამედ, უნივერსიტეტის სხვა კორპუსებთანაც. ეს ინიციატივა მხარდასაჭერია. დღეს არის ცნობილი მეცნიერის, გეოლოგის, ბუნების ქომაგის, ჩვენი ღვაწლმოსილი პროფესორის შოთა ადამიას დაბადების დღე და ეს აქცია არის სტუდენტური საჩუქარი მას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ გადაწყდა, გაწმენდილ ადგილზე მოეწყოს ახალგაზრდული სივრცე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეების მოწყობა, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაატარონ თავისუფალი დრო და მიიღონ სხვადასხვა სერვისი. ეს აქცია ამჯერად იწყება თსუ პირველ კორპუსთან; ვაპირებთ, რომ ყველა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავოთ,“- განაცხადა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შოთა კეჟერაშვილმა.

დედაქალაქში შექმნილ ეკოლოგიურ მდგომარეობასა და მსგავსი აქციების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი თსუ პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა: „ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ, რომ ჩვენი ქალაქი დაბინძურებულია. ამიტომ გადავწყვიტეთ დავასრულოთ წუწუნი და გადავიდეთ პრაქტიკულ საქმიანობაზე. სტუდენტებმა, პროფესორებმა ერთად დავასუფთავეთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია. იქნებ ეს ინიციატივა გადამდები აღმოჩნდეს სხვა მოქალაქეებისათვის და მათაც დაასუფთაონ თავიანთი ეზო, სადარბაზო, უბანი.“

თსუ პროფესორის რევაზ შანიძის თქმით, მსგავსი აქციები ხშირად ეწყობა სხვადასხვა ევროპულ თუ ამერიკულ უნივერსიტეტში და მასში სტუდენტები და პროფესორები ერთად მონაწილეობენ. „მეც ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ეს სივრცე მშობლიურია ჩემთვის. მიხარია რომ პატარა წვლილი შევიტანე იმ საქმეში რასაც უნივერსიტეტის დასუფთავება და გალამაზება ქვია“,- განაცხადა თსუ პროფესორმა.

თსუ სტუდენტების მიერ ინიცირებული დასუფთავების აქცია თსუ ადმინისტრაციის, ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონდისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42