"ყველა ერთ აზრზე ვერ ვიქნებით... ასე რომ, მადლობა ბატონ ბიძინას და ბატონ ირაკლის"- კახა კალაძე
პოლიტიკა - 13:20, 25 Jan, 2019     2041
თბილისის მერი კახა კალაძე მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრებში პირადად მონაწილეობს და გუნდის გასაერთიანებლად ყველაფერს აკეთებს.


როგორც კალაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ყველა იმ პრობლემურ საკითხზე მსჯელობენ, რომელიც ბოლო პერიოდში გუნდის შიგნით დაგროვდა.

„ალბათ, ხედავდით, ბოლო დროს როგორ ვითარდებოდა მოვლენები - იყო აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებზე, იყო ისეთი განცხადებები თანაგუნდელების მიმართ, როგორიც ნამდვილად არ არის მისაღები და სასურველი. მსჯელობა მიმდინარეობს ყველა პრობლემურ საკითხზე. მე მივესალმები ამ შეხვედრას. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, რადგან ის თავად მონაწილეობს ამ შეხვდერაში და ყველაფერს აკეთებს, რათა გუნდი გაერთიანდეს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რადგან მისი როლიც მნიშვნელოვანია, რათა პარლამენტში იყოს ერთსულოვნება, ერთიანი მიდგომები. ჩვენ შეიძლება, სხვადსახვა საკითხზე გვქონდეს განსახვავებული მოსაზრებები და ეს ნორმალურიც არის, ყველა ერთ აზრზე ვერ ვიქნებით, მაგრამ მსჯელობა უნდა მოხდეს გუნდის შიგნით. ასე რომ, მადლობა ბატონ ბიძინას და ბატონ ირაკლის ამ ჩართულობისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა და ერთსულოვნება შენარჩუნებული იყოს.“ - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42