„საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია“ - ფიქრია ჩიხრაძე
პოლიტიკა - 12:56, 25 Jan, 2019     556

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეგიდით თბილისში ფართომასშტაბიანი ფორუმი ტარდება, რომელსაც ესწრებიან პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის, როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო დონის, წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელებენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და განიხილავენ გეგმებსა და ხედვებს 2020 არჩევნებისთვის.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშილის ყოფილი მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს და მსჯელობაც სწორედ აღნიშნულ საკითხზე გაიმართება.

„ძალიან კარგია, რომ ჩავლილი არჩევნების შემდგომ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც შეხება აქვს ან უშუალოდ, ან როგორც დამკვირვებელს, ის საზოგადოება იკრიბება და აჯამებს ჩავლილ არჩევნებს. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები, მოვისმინეთ ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებები, ფრაგმენტული შეფასებები იყო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდანაც, მაგრამ თავისთავად ასეთი, უფრო ფართო, შემაჯამებელი დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყველა თანხმდება იმაზე, რომ მომავალ არჩევნებამდე საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი, ვფიქრობ უპირველეს ყოვლისა ამ მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები“, - განაცხადა ფქირია ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42