„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის თქმით მედიას ქვეყნის განვითარებაში დიდი როლი უკავია და მნიშვნელოვანია მისი როლი იმ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და ხარვეზების გასასწორებლად, რომელიც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას დაბრკოლებას უქმნის. აღნიშნული განცხადება მამუკა კაციტაძემ სასტუმრო რუსმში მიმდინარე ფორუმზე გააკეთა, რომელიც რუსთავი2-ის ეგიდით იმართება და მასში მონაწილეობას ქართველი პოლიტიკოსები, ადგილობრივი და საერთაშორისო გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები იღებენ. მსჯელობის თემაა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შეჯამება - ნაკლოვანებები და საკანონმდებლო ხარვეზები, მიღებული გამოცდილება - დასკვნები და რეკომენდაციები, პოლიტიკური რეალობის ცვლილება: მზადება 2020 წლის არჩევნებისთვის.
„მედია არის მეოთხე ხელისუფლება, შესაბამისად მას საკმაოდ ფართო დიაპაზონი აქვს მოქმედებისა და საკითხთა პრობლემურობიდან გამომდინარე, ის ეხება ყველას და ყველაფერს, არა მხოლოდ ეთერის მეშვეობით, არამედ ეთერს მიღმაც, რაც შემდეგ ეთერში აისახება. შესაბამისად დღევანდელი შეხვედრა ამ დატვირთვას ატარებს ჩემი აზრით, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ეს არის არჩევნების სამართლიანობა, ობიექტურობა, თანაბრობა . საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ჰორიზონტზე უკვე გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ხელისუფლების შეცვლის თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე მზაობა გვმართებს გადაუდებლად, იმ ნაკლოვანებების და ხარვეზების აღმოსაფხვრელად, იმ სიმახინჯეების გასასწორებლად, რაც სჭირს საარჩევნო გარემოს მთლიანობაში და მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე მსჯელობა არასდროს არ არის ადრე, არასდროს არ არის ზედმეტი არავის მხრიდან და ყველა ეს შეხვედრა უნდა ემსახურებოდეს ერთ რამეს, უნდა მოხდეს კონსოლიდირებული ძალისხმევა ამ ხარვეზების, ნალოვანებების და სიმახინჯეების გასასწორებლად.“- გაანცხადა მამ უკა კაციტაძემ.
კაციტაძის თქმით, აუციელებელია ძალისხმევათა კონსოლიდაცია:
„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფორმატი ინტერპარტიული, რომელიც წლებია მუშაობს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, დამატებითი ძალისხმევები ამას ხელს არ შეუშლის. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ საკითხის პრივატიზაცია ანუ ამ საკითხის კაპიტალიზაცია არავის არ ერგება და არავის არ ეკუთვნის. ჩვენ ყველამ ერთად ერთიანი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა პოლიტიკურ პარტიებს აქვთ თავისი უნიკალური ფუნქცია, ისე როგორც უნიკალური ფუნქცია აქვს თავის სფეროში სამოქალაქო სექტორს, მედიასაშუალებებს, მათ შორის რუსთავი 2-ს და სხვებს და ყველამ ერთად საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, უნდა მოვახერხოთ ძალისხმევათა კონსოლიდაცია.“ - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






