ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეგიდით თბილისში ფართომასშტაბიანი ფორუმი ტარდება, რომელსაც ესწრებიან პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის, როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო დონის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში იმსჯელებენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და განიხილავენ გეგმებსა და ხედვებს 2020 არჩევნებისთვის.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ მსგავსი კონფერენციის ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს საერთო პოზიციების შეჯერება სამომავლო გეგმებზე.
"ძალიან მნიშვნელოვანია , რომ ტარდება ასეთი კონფერენცია იმიტომ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, უნდა შევაჯამოთ ის ქმედებები, რაც განახორციელა ხელისუფლებამ და როგორ გამოიყენა ძალაუფლება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩვენ ვნახეთ არაერთი საერთაშორისო შეფასებაა ამ მიმართულებით, აუცილებელია, რომ ყველაფერი ეს იყოს გაანლიზებული და აუცილებელია, რომ დაიწყოს მსჯელობა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ თუ ეს ცვლილებები არ განხორციელდა, აზრს კარგავს ყველანაირი არჩევნები და მნიშვნელოვანია ჩვენი მოთხოვნა, გაერთიანებული ოპოზიციის, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ეხება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მაშინ, როცა იქნება შეცვლილი საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო კანონმდებლობა“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






