100-ათასიანი პრემია - ჭიდაობის სფეროს წარმომადგენლები სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროვებენ
სპორტი - 12:41, 25 Jan, 2019     14727
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ განცხადებებს მწვრთნელი ზურაბ შელია და თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი გოჩა ჩორგოლიანიც აკეთებენ. ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე და დარღვევებზე მათ დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს, რომელიც მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილთან ერთად გამართეს. სწორედ ევროპის ჩემპიონი დათუნაშვილი ადანაშაულებს გეგა გეგეშიძეს მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში და მისი თანამდებობიდან წასვლას ითხოვს.


მწვრთნელი ზურაბ შელია ფედერაციაში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე საუბრობს. შელია ამბობს, რომ ფედერაციის თანამშრომლებზე პრემიის სახით კოლოსალური თანხები გაიცემა.

„თვეც არ არის, 25 დღის მონაცემები მაქვს, სადაც 100 ათასი ლარი გაცემულია პრემიის სახით. გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, 26 ათას 974 ლარი დაერიცხა ფალავანთა კლუბის დირექტორს, რის გამო დაერიცხა, რა დამსახურება აქვს?,“- განაცხადა შელიამ.

თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი გოჩა ჩორგოლიანის განცხადებით კი, გეგა გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტად არჩევნების გაყალბების გზით აირჩიეს.

„პრეზიდიუმი არის გაყალბებული, ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის ფარსი. პრეზიდენტის მაგივრად მივიღეთ იმპერატორზე უფრო დიდი უფლებების მქონე ადამიანი,“- აღნიშნა ჩორგოლიანმა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს და ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენეს. გეგა გეგეშიძეს მოსამართლემ 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარის მოთხოვნა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობიდან ჩამოეშორებინათ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ის ისევ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42