პრეცედენტი „რუსთავი 2“-ისგან პოლიტიკურ პარტიებს - არჩევნების თემაზე თბილისში ფართომასშტაბიანი ფორუმი იმართება
პოლიტიკა - 12:19, 25 Jan, 2019     984

თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ მრგვალი მაგიდა იმართება, რომელზეც განვლილ და მომავალ არჩევნებზე იმსჯელებენ. მასში მონაწილეობას იღებენ ქართველი პოლიტიკოსები, ადგილობრივი და საერთაშორისო გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

მსჯელობის თემაა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შეჯამება - ნაკლოვანებები და საკანონმდებლო ხარვეზები, მიღებული გამოცდილება - დასკვნები და რეკომენდაციები, პოლიტიკური რეალობის ცვლილება: მზადება 2020 წლის არჩევნებისთვის.

კონფერენცია „რუსთავი 2“-ის ეგიდით იმართება. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, მსგავსი კონფერენციის ჩატარება მნიშნელოვანია, რადგან მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და გაანალიზება.

„აქ იმყოფება მთელი პოლიტიკური სპექტრი, „ქართული ოცნების“ გარდა, საიდანაც მომხსენებლიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ მოვიდა. აქ იმყოფება მთელი არასამთავრობო სპექტრი, იმყოფებიან საერთაშორისო მასშტაბის არასამთავრობოები, არიან დიპლომატიური წარმომადგენლები, პრაქტიკულად ყველა, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ყოფილიყო მთელი მედიაც, შესაბამისად მედიის წარმომადგენლებიც არიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კონფერენციის ჩატარება, რომელიც პირველად იმართება მედიის ეგიდით, რომ გავიგოთ, როგორ გაანალიზეს 2018 წლის არჩევნები პოლიტიკურმა პარტიებმა და რას ფიქრობენ ისინი სამომავლოდ, ანუ 2018 წლის არჩევნების ჭრილში, როგორია მათი ხედვა 2019 და განსაკუთრებით 2020 არჩევნებისთვის. ეს გვინდა, რომ ერთმანეთსაც მოუყვნენ, არასამთავრობო და დიპლომატიურმა სექტორმაც გაიგოს და რაც მთავარია, მედიასთან მოხდეს კომუნიკაცია, რომ ვიყოთ მზად და ვიცოდეთ რა გველოდება პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყველაზე დიდი ფორუმია, რაც ჩატარებულა ამ თემაზე, რომლის მიზანიც არის მოხდეს კოორდინაცია და თემების გაცვლა-გამოცვლა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42