ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. როგორც ბესელია ამბობს, ეს იქნება მაგალითი ყველა მოსამართლისთვის, რათა მათ არასოდეს მისცენ თავს უფლება პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩაერთონ.
„ახლა კიდევ რომ არ ჩავარდეს პანიკაში და არ ატეხოს ამბავი, რომ აი, ზეწოლას ახდენენ არასამართლებრივ რეაგირებას ვაპირებ. მოვითხოვ რომ დაიწყოს დისციპლინური წარმოება ამ მოსამართლის მიმართ, თვითონ საბჭოს წევრია და გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი არის, მაგრამ არ ვუყურებ ამ პროცესს მხოლოდ საბჭოს დონეზე დასატოვებელს და ვაპირებ, რომ ამ პროცესს ბოლომდე მივყვე და ყველა ინსტანციას გაივლის. ეს იქნება მაგალით, რომ არასოდეს არც ერთმა მოსამართლემ თავს არ მისცეს უფლება, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს ღიად და ეს რეაგირების გარეშე დარჩეს,“-აცხადებს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ სერგო მეთოფიშვილმა ეკა ბესელია არაერთხელ გააკრიტიკა. მისი განცხადებით, დეპუტატის პროტესტი უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლე შესახებ მხოლოდ იმით არის განპირობებული რომ ეკა ბესელიას უზენაეს სასამართლოში მისთვის სასურველი კანდიდატების გამწესება სურს და ის ვერ უძლებს ცდუნებას „სასამართლო ჯიბეში ჩაისვას“.
მასალის გამოყენების პირობები






