„მისი დაჭერა არავის სურვილი არ ყოფილა, უბრალოდ, მოსამართლეს შეეძლო, რომ ის თანამდებობაც დაეტოვებინა. რაც უბრალოს დროის საკითხია, მე ვიცი, რომ დატოვებს თანამდებობას. მაქვს იმის განცდა, რომ სიმართლე იზეიმებს.“- განაცხადა დათუნაშვილმა.
ევროპის ჩემპიონი, გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს, ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას კი, იმასთან დაკავშირებით რომ მისი წასვლა ჩამოაქცევს, როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანას, დათუნაშვილი არარეალურს უწოდებს:
„თანამშრომლობა გამორიცხულია, პრობლემა არის ის ყველაფერი, რაც აქამდე იყო. არასწორი, ძალადობრივი მმართველობა, იმ ადამიანების სპორტული კუთხით დაბლოკვა, ვინც თვალში არ მოსდის. რაც შეეხება მის განცხადებას, რომ მისი წასვლით ქვეყანა დაინგრევა, მე მგონი ის სხვა რეალობაში ცხოვრობს.“- აღნიშნა დათუნაშვილმა,
თუ გეგეშიძე ფედერაციაში დარჩება, დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის დატოვებას აპირებს:
„მე ვაგრძელებ ვარჯიშს ჩემს პირად მწვრთნელთან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუ დარჩა მაშინ მე დავტოვებ.“- განაცხადა დათუნაშვილმა.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს და ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენეს. გეგა გეგეშიძეს მოსამართლემ 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარის მოთხოვნა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობიდან ჩამოეშორებინათ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ის ისევ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.
მასალის გამოყენების პირობები