ბიძინა ივანიშვილისა და უმრავლესობის შეხვედრის მეორე რაუნდი - დღეს შეხვედრა კვლავ 11:00 საათზე დაიწყო. როსტომ მეფის სასახლესთან ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გუშინდელ შეხვედრაზე ე.წ. ამბოხებული დეპუტატების პარტიიდან გარიცხვის შესახებ საუბარი არ ყოფილა და ერთადერთი ვინც აღნიშნულ საკითხზე ხუმრობდა, თავად იყო:
„გუშინ არავინ ამ თემას არ შეხებია, ერთადერთი, რომელიც ამ თემაზე ხუმრობდა მე ვიყავი. სხვა არავის არ მიუცია თავისთვის უფლება, რომ ასეთი ფორმით ველაპარაკოთ ერთმანეთს. მე მქონდა ბევრი დრო იმისთვის, რომ მეთქვა რაც უნდა მეთქვა. ღიად შიგნით, გარეთ მე ძალიან ვცდილობ, რომ მოზომილი, გაფილტრული, მაგრამ გულწრფელი კომენტარები ვაკეთო. რასაც ვამბობ მე არასდროს ვიტყუები. შეიძლება ყველაფერს ვერ ვამბობ, რადგან არსებობს სახელმწიფო ინტერესი და ეს არ უნდა დააზარალოს საჯარო პირმა. ამიტომ შიგნით გაცილებით უფრო მეტის შესაძლებლობა იყო, რომ მეთქვა ის, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






