"კონსენსუსი არ გაივლის იმ პრინციპების ხარჯზე, რომელსაც მე ვიცავ, აქ არანაირი კომპრომისი არ შედგება" - ბესელია
პოლიტიკა - 11:05, 25 Jan, 2019     712
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეკრება დაიწყეს. ივანიშვილთან შეხვედრამდე ეკა ბესელიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მოთხოვნებზე, რომელიც მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით აქვს.


ბესელია „ოცნების“ ოფისში კონკრეტული კანონპროექტით მივიდა. დეპუტატის განცხადებით, კანონპროექტის ვერსია ეყრდნობა არა მხოლოდ მის მოსაზრებებს, არამედ იმ შეხვედრის ანალიზს, რომელიც სამოქალაქო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იურისტებთან გაიმართა. ბესელიას თქმით, მიზანი არის კონსენსუსი არა კონფრონტაციის გაღრმავება, თუმცა ბესელია მოსამართლეების სიასთან დაკაშირებით კომპორმისზე წასვლას არ აპირებს.

„უნდა მოხდეს რეალური განხილვის პროცედურების პარლამენტში გადმოტანა. ეს არის ჩვენი პოზიცია. ერთი მთავარი პრინციპი რასაც ეფუძნება ჩვენი შეთავაზება და გუშინ სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა პოზიცია რომ ისიც ამას ემხრობა, რომ პარლამენტს ჰქონდეს მეტი მანდატი და ეს არის ჩვენი პროექტის მთავარი პრინციპი. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ის სია კი არ უნდა განვიხილოთ, რასაც ჩათვლის საჭიროდ იუსტიციის საბჭო, არამედ უფრო გრძელი სია, რომელიც უნდა იყოს გამოგზავნილი პარლამენტში, იმ კანდიდატების, რომელიც კონსტიტუციაში ჩაწერილ პრინციპებს აკმაყოფილებს. ხოლო შინაარსობრივ განხილვაში შესვლა, როგორიც არის კრიტერიუმების მიღმა ვინ იმსახურებს და ვინ არა, ეს პარლამენტმა გადაწყვიტოს და არა საბჭომ.

კონსენსუსი არ გაივლის იმ პრინციპების ხარჯზე, რომელსაც მე ვიცავ, აქ არანაირი კომპრომისი არ შედგება. ეს პროცესი არის პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესის ნაზავი და ეს ერთმანეთის გარეშე ვერ ხდება. პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, გუშინ მე დავინახე მზაობა , რომ კონსენსუსისკენ წავიდეს პროცესი და არა კონფრონტაციისკენ. ეს იყო ძალიან ღია პოზიცია, რომ ის დაძაბული ფონი, რომელიც წინ უძღოდა ამ პროცესს, არ მგონია, რომ ეს მარტივი იყო, გუშინ ჩანდა პოზიცია, რომ საჭიროა კომპრომისი ვეძებოთ. არ გავაღრმავოთ ეს კონფლიქტი, თუმცა მე როგორც გითხარით პოზიციას არ შევიცვლი და ეს პოზიცია მექნება ბოლომდე და ეს პოზიცია ექნებათ იმ ადამიანებსაც, ვინც ღიად აფიქსირებდა. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, თუ ეს კონსენსუსი შედგება, ამისთვის არის დღესაც ეს შეხვედრა და გუშინ თქვა თავმჯდომარე, რომ თუ საჭირო იქნება კიდევ გაიმართება. იმიტომ, რომ კონსენსუსია მიზანი და არა კონფრონტაციის გაღრმავება. თუ კონსენსუსი ვერ შედგება, მაშინ დავაინიცირებთ იმ პროექტს, რომელსაც ჩვენ დავუწერთ მხარს.“- განაცხადა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42