სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის თემაზე დედაქალაქის მერიაში სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 09:37, 25 Jan, 2019     682
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესა და მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მერია ავრცელებს


„შეხვედრაზე ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი განიხილეს და იმ სამართლებრივ ბერკეტებზე იმსჯელეს, რომელზე დაყრდნობითაც თბილისის მერია მეპატრონეს აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის უფლებას არ მისცემს.

თბილისის მერმა შეხვედრის მონაწილეებს სასტუმროს მშენებლობის თემაზე დედაქალაქის მერიის პოზიცია პირადად გააცნო და აღნიშნა, რომ ვაკის პარკში მსგავსი მასშტაბის სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს.

კახა კალაძის განცხადებით, საკითხის კონსენსუსის გზით გადაჭრის მიზნით, მორიგ შეხვედრას სასტუმროს მეპატრონესთან დღეს გამართავს. უახლოეს მომავალში კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

როგორც მერის მოადგილე მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, საკითხის გადასაჭრელად დედაქალაქის მერია ისეთი იურიდიული ბერკეტების გამოყენებას გეგმავს, რომელიც, პირველ რიგში, საჯარო ინტერესს დაიცავს, თუმცა არც კერძო მესაკუთრის ინტერესს დააზარალებს.“- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42