"საქართველოს არ ემუქრება ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე" - დავით ზალკალიანი
პოლიტიკა - 20:51, 24 Jan, 2019     683
შვეიცარიაში, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა - ზავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერება არ ემუქრება. მინისტრის განცხადებით, ქვეყანას არათუ ზემოხსენებული საფრთხე ემუქრება, არამედ ის ზედმიწევნით ასრულებს ევროკომისიის მიმართ საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.


„ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან და ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან სერიოზული და მკაფიო მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ ემუქრება ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე. ბოლო ანგარიშში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მისიის მხრიდან, არანაირი მინიშნება იმაზე, რომ საქართველოს ემუქრება რაიმე სახის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება არ არსებობს. უფრო მეტიც, იქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველო ზედმიწევნით კარგად ასრულებს ევროკომისიისა და ევროკავშირის ყველა მითითებას". - განაცხადა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველო ითვალისწინებს ევროპელი პარტნიორების ყველა წუხილს და ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებები ძალისხმევას არ იშურებენ რათა გატარდეს პრევენციული ზომები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ თანამოქალაქეთა უკანონო გადინების წინააღმდეგ. დავით ზანკალიანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით როგორც შიდა ისე საერთაშორისო არენაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

"ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, იგივე კომუნიკაციის სტრატეგია საზოგადოებასთან და უკეთ ახსნა, რომ თავშესაფრის მიკუთვნებასთან დაკავშირებით არცერთი მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრმა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების რიგში. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივი ქმედებების დაგეგმვის თვალსაზრისით და რაც მთავარია საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით პარლამენტთან ერთად საქართველოს მთავრობა ქმედით ნაბიჯებს დგამს რომ მოვახდინოთ იმ ადამიანების, უკანონოდ გადინების აღმოფხვრა, რომლებიც სამწუხაროდ არაკეთილსინდისიერად იყენებენ იმ დიდ მონაპოვარს, რაც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი."

დავით ზალკალიანის განცხადებით, ხელისუფლება უფრთხილდება ვიზა-ლიბერალიზაციის შეთანხმებას, რომელიც არის არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ძალიან ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს, რომელიც არის არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია რაც კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპასთან". - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42