იუსტიციის მინისტრმა ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან შეთანხმებას ხელი მოაწერა
პოლიტიკა - 20:47, 24 Jan, 2019     715
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) 2015 წელს დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის უწყება ავრცელებს


„საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის სასჯელების აღსრულების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. თეა წულუკიანმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე რობერტ ფრემრმა ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სასჯელების აღსრულების შესახებ“ შეთანხმებას.

ამ შეთანხმების საქართველოსთან გაფორმება ჰააგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ჰააგაში ვიზიტისას 2015 წელს ითხოვა.

დღეს ხელმოწერილი შეთანხმება დაფუძნებულია ე. წ. ორმაგი თანხმობის სისტემაზე: პირველ ეტაპზე სახელმწიფო აცხადებს ზოგად თანხმობას, ჩაერთოს ჰააგის სასამართლოს მიერ პირთათვის მისჯილი სასჯელების აღსრულების სისტემაში შეთანხმების დადებით, მეორე ეტაპზე კი, სახელმწიფოს რჩება უფლება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს სასამართლოს მიერ სასჯელშეფარდებული პირის სასჯელის აღსრულების მიზნით საკუთარ ტერიტორიაზე მიღების მიზანშეწონილობის საკითხი თანხმობის ან უარის განცხადების გზით.

დღეისათვის ჰააგის სასამართლო იხილავს შესაძლო დანაშაულებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში, სუდანში, კოტ დივუარსა და ცენტრალურ აფრიკაში.

პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულების რაოდენობის სიმცირის გამო, ამ ეტაპზე ჰააგის სასამართლოს არ აქვს სასჯელის აღსრულებისათვის ქართული პენიტენციური სისტემის გამოყენების საჭიროება. ვითარების შეცვლის შემთხვევაში, საქართველოს პენიტენციურ სისტემას უკვე შეეძლება, დახმარება გაუწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და სასჯელშეფარდებული პირები საკუთარ ტერიტორიაზე მიიღოს.

შეთანხმება ჰააგის სასამართლოს მხრიდან საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პენიტენციური სისტემის აღიარების მკაფიო დადასტურებაა და წარმოაჩენს და აძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო მართლმსაჯულების ეფექტურად აღსრულებისას. ჰააგის სასამართლოს მსგავსი შეთანხმება გაფორმებული აქვს ისეთ ევროპულ სახელმწიფოებთან, როგორიცაა: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, ნორვეგია, სერბეთი, შვედეთი, სლოვენია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.“- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42