გაერთიანებული ოპოზიცია ამირან გამყრელიძეს 1995-2004 წლების საქმიანობას ახსენებს და 9 წელზე საუბრის ნაცვლად, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას ურჩევს
პოლიტიკა - 19:37, 24 Jan, 2019     1008
გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს პასუხობენ. ამირან გამყრელიძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს გრიპზე ადამიანებს საერთოდ არ ცრიდნენ.


დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სერგო ჩიხლაძემ და მანანა ჯებაშვილმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება H1N1 ვირუსის გავრცელებას სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ მთავრობასთან კონრეტული შეკითხვები აქვთ, ხოლო პასუხის ნაცვლად, ხელისუფლება ისევ „9 წელზე“ საუბრობს.

„ჩვენ გვქონდა კონკრეტული შეკითხევბი მთავრობასთან:

• რა ღონისძიებები (საინფორმაციო, პრევენციული და ა.შ.) იგეგმება სამინისტროს მხრიდან, რომ ქვეყანა მომზადებული შეხვდეს შემდეგ თვეებში ვირუსის შემოტევას?

• რა მდგომარეობაშია სამედიცინო მარაგები - ვაქცინები აცრისთვის, ანტივირუსული პრეპარატები (ტამიფლუ) და სხვ.? რამდენია საწყობებში ამ მომენტისთვის და რა რაოდენობის შემოტანა იგეგმება? ვადები?

• რამდენად არიან მზად ჯანდაცვის დაწესებულებები და ჯანდაცვის მუშაკები გაზრდილი პაციენტის ნაკადის მისაღებად?

ასევე, შევთავაზეთ თანამშრომლობა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ვერცერთ დასმულ კითხვაზე პასუხი ვერ მოვისმინეთ. ნაცვლად კითხვებზე პასუხის გაცემისა და კონკრეტული გეგმების გაცნობისა, მთავრობის წარმომადგენლისგან გვესმის ისევ საუბარი ყოფილ ხელისუფლებაზე და „9 წელზე“.

ბატონ ამირანს შევახსენებთ რომ იმ „9 წლის“ პერიოდამდე კიდევ უფრო ადრე, თავად ბრძანდებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, იგი იყო მინისტრის მოადგილე 1995 წლიდან, და შემდეგ მინისტრი 2004 წლამდე. ყველას ახსოვს თუ რა სისტემა გადაააბარა ბატონმა ამირანმა თავისი 10 წლიანი მოღვაწეობის შედეგად ახალ ნაციონალურ ხელისუფლებას (დანგრეული საავადმყოფოები, პალატებში მორბენალი ქუჩის ცხოველები, სამედიცინო მასალების კრიტიკული დეფიციტი, აპარატურის არარსებობა და „გაყინული ხელფასები“). ასევე, ცნობილია რა სისტემა და ბიუჯეტი დატოვა 2013 წლისთვის ყოფილმა ხელისუფლებამ.

ბატონ ამირანს შევახსენებთ 2003-2012 წლის ზოგიერთ მიღწევებს ჯანდაცვაში:

• ჯანდაცვის დაფინანსება ბიუჯეტიდან გაიზარდა 380% ით 74 მლნ დოლარიდან (2003) 281 მილიონ დოლარამდე (2012).

• თითქმის 700 % ით გაიზარდა სამედიცინო სექტორში დასაქმებულების ხელფასი - 76 ლარი 2003 წელში და 712 ლარი 2012 წელს.

• მოეწყო და მოწესრიგდა სამედიცინო ინფრასტრუქტურა. განახლდა და აღიჭურვა უახლესი აპარატურით 150 ზე მეტი კლინიკა. მოზიდული იქნა 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია სამედიცინო ინფრასტრუქტურის გასანახლებლად.

• ორჯერ შემცირდა 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა (24,9-2000, 13-2013).

• ორჯერ შემცირდა დედათა სიკვდილიანობა (49,2 -2000 წელს და 22,9 2012-ში).

• ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მფლობელთა რიცხვი გაიზარდა 40 000 დან 450 000 მდე (ათჯერ).

• მწყობრში ჩადგა და მოწესრიგება დაიწყო სავალდებულო აცრების სიტემამ. დაინერგა იმ დროისთვის ინოვაციური შეტყობინების სისტემა აცრების შესახებ სატელეფონო შეტყობინებების (სმს) სახით,რომელიც ყველა მშობელს დროულად ატყობინებდა შვილისთვის ჩასატარებელი ვაქცინი პერიოდს.

კიდევ მრავალ მიღწევაზე შეიძლება საუბარი, თუმცა ამ შედეგებს რა თქმა უნდა ჭირდებოდა განვითარება და დახვეწა. რომ არა ეს დიდი ნახტომი 2003-2012 წლებში, როგორც ბიუჯეტური, ასევე დარგის მთლიანად, შეუძლებელი იქნებოდა დღეს არსებული ნებისმიერი ჯანდაცვის პროგრამის არსებობა ქვეყანაში.“ - ნათქვამია „ძალა ერთობაშია“ წევრების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42