ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი ახალქალაქში - აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებას პასუხს სთხოვს და ფაქტს „ზურგში დანის ჩარტყმას“ უწოდებს
პოლიტიკა - 18:01, 24 Jan, 2019     2842
როგორც მოსალოდნელი იყო, ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილისთვის ძეგლის გახსნამ აზერბაიჯანში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე განმარტება საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში უკვე მოსთხოვეს.

აზერბაიჯანული დიასპორის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, თოღრულ ალაჰვერდიევი აღნიშნავს, რომ მიხეილ ავაგიანი აზერბაიჯანელ ბავშვებსა და ქალებს დაუნდობლად ხოცავდა და ასეთ პიროვნებას დღეს საქართველოში ძეგლს უდგამენ.

თოღრულ ალაჰვერდიევისთვის გაუგებარია სტრატეგიული, პოლიტიკური და ისტორიული პარტნიორობის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ როგორ დაუშვა ავაგიანის ძეგლის აღმართვა.

„ჯავახეთში, ვისაც ძეგლი დაუდგეს, ის ყარაბაღის კონფლიქტში „კობრას“ სახელით იყო ცნობილი. აზერბაიჯანელ ბავშვებსა და ქალებს დაუნდობლად ხოცავდა და ასეთ პიროვნებას დღეს საქართველოში ძეგლს უდგამენ. ეს ყოვლად დაუშვებელია. ორი დღეა, არა მხოლოდ აზერბაიჯანში მცხოვრები ჩემი თანამემამულეები, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში მცხოვრები აზერბაიჯანელები შეძრა ამ ფაქტმა.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მეზობელი აზერბაიჯანის მიმართ ეს იყო ზურგში დანის ჩარტყმა.

ისევე როგორც საქართველოს, ასევე ჩვენი ტერიტორიები რეალურად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ჩვენ ერთი და იგივე ჭრილობა გვაქვს და არ მგონია, ქართველებს მოეწონოთ, რომ ჩვენ თქვენი სეპარატისტების ძეგლი დავდგათ აზერბაიჯანში,“- ამბობს თოღრულ ალაჰვერდიევი.

აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ ავაგიანი აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა და ის აზერბაიჯანელების და ქართველების მტერი იყო.

„ვისაც ძეგლი დაუდგეს ყარაბაღში, უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდა. ამას გარდა, ის აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, ალბათ, ეს საქართველოს ხელისუფლებამაც კარგად იცის. საქართველო ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორია, მეგობარი ქვეყანაა. მე როგორც აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრმა, მინდა ვთქვა, რომ ეს ფაქტი ძალიან გვაწუხებს და მოვითხოვთ, რომ მოკლე ვადაში ამ თემაზე პოზიცია გამოხატოს ხელისუფლებამ და რეაგირება მოახდინოს,“- აცხადებს ადილ ალიევი.

"ვისაც ძეგლი დაუდგეს ყარაბაღში ბავშვებს და ქალებს ხოცავდა... აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა" - აზრბაიჯანული დიასპორა ქართულ მხარეს პასუხს სთხოვს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42